10 მაისს, სამედიცინო კორპორაცია ევექსმა და საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
სტუდენტებს ექნებათ კარგი შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება, ჩაერთონ საგანმანათლებლო, კვლევით და პრაქტიკულ ღონისძიებებში და რაც მთავარია - წარმატებით დასაქმდნენ სამედიცინო კომპანია ევექსში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლაში ხელმისაწვდომია შემდეგი სასწავლო პროგრამები: საექთნო საქმე, ჯანდაცვის ადმინისტრირება, ფარმაცია. დამატებითი ინფომრაცია ხელმისაწვდომია ამ ლინკზე: https://www.ug.edu.ge/programs/schools/45